კოსმეტიკურ საშუალებებში ცხოველების ფეკალიები აღმოაჩინეს
- მსოფლიო
- 17.04.2018
- 11:30
ლოს-ანჯელესის პოლიციამ მაღაზიებიდან კოსმეტიკური საშუალებები ამოიღო, რომელთა შემადგენლობაშიც ცხოველების ბიოლოგიური ნარჩენები აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
პოლიციის განცხადებით, ცხოველების ფეკალიებს პროდუქციაში ურევდნენ, რომელიც ავტოფარეხებსა და აბაზანებში მზადდებოდა.
ექსპერტიზა მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ დაიწყო. ისინი ლოს-ანჯელესის ელიტარულ უბნებში შეძენილი კოსმეტიკის გამოყენების შემდეგ კანის დაავადებებს უჩიოდნენ.
ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც კოსმეტიკის ფალსიფიკაციას ახდენდა კაილი ჯენერის ფირმა Kyle Cosmetics-იც აღმოჩნდა.
კონფისკაციას ასევე დაექვმედებარნენ Urban-ის Decay-ის, MAC-ისა და NARS-ის გაყალბებული პროდუქციაც.
დაკავებულია ექვსი მაღაზიის მფლობელი, დანარჩენებს სავაჭრო საქმიანობა აეკრძალათ.