სირიაში შაირათის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმას რუსული მედიის წყარო არ ადასტურებს
- მსოფლიო
- 17.04.2018
- 16:20
სირიის შაირათის აეროდრომზე თავდასხმას უარყოფს რუსული მედიის წყარო.
„აეროდრომი გეგმიურ რეჟიმში მუშაობს. ღამით არავითარი თავდასხმა არ ყოფილა“, - განაცხადა მან.
მანამდე სირიის ოფიციალურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიელმა სამხედროებმა ცხრა რაკეტა ჩამოგდეს, რომელიც ჰომსის პროვინციაში შაირათის ავიაბაზის მიმართულებით იყო გაშვებული. სირიული მედია იტყობინებოდა, რომ სარაკეტო თავდასხმა ისრაელის სამხედო-საჰაერო ძალებმა განახორცილეს.