თვითმფრინავს ძრავი ჰაერში აუფეთქდა - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 18.04.2018
- 10:14
აშშ-ში ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სამგზავრო თვითმფრინავის ძრავის ჰაერში აფთქების შედეგად.
კომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავი ფილადელფიაში საგანგებოდ დაეშვა, რადგამ ინციდენტის შედეგად დაზიანდა ფრთა და თვითმფრინავის ილუმინატორები.
დისპეტჩერების მიერ გაკეთებოლ ჩანაწერში ისმის კაბინაში მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ხმა: „ჩვენ აქ ხვრელი გვაქვს და ვიღაც იქიდან გაფრინდა“.
ეს 2009 წლის შემდეგ ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მგზავრის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ბოინგი ნიუ-იორკიდან დალასში მიფრინავდა. ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აფეთქების შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი გატეხილ ილუმინატორში შევარდა, მაგრამ მგზავრებმა მისი უკან დაბრუნება შეძლეს.