ბერლინში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს
- მსოფლიო
- 18.04.2018
- 11:00
ბერლინში ცენტრალურ ვაგზალთან მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს.
პოლიციის ცნობით, საფეხმავლო ქუჩაზე სამშენებელო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ბომბი ერთნახევარ ტონას იწონის.
მის გაუვნებელყოფას 20 აპრილისთვის აპირებენ. ამისთვის შესაძლოა, მოახდინონ ერთ-ერთი კლინიკის ევაკუაცია და შეწყდეს ავიამიმოსვლაც. ვაგზლის ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.