ჰავაიზე ზვიგენი ტურისტს თავს დაესხა
- მსოფლიო
- 20.04.2018
- 14:42
ზვიგენი ჰავაის კუნძულ კაუაიზე 29 წლის სერფერს თავს დაესხა. მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტურისტი სერფინგით საშიშ ზონაში იყო დაკავებული და ყურადღება ამკრძალაცი ნიშნებისთვის არ მიუქცევია.
ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ სანაპიროს საშიში ზონა დამსვენებლებისთვის დახურა.