primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

  • საზოგადოება
  • 20.04.2018
  • 14:55
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ნოდარ კერესელიძემ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად,  საზოგადოებას  მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიების შესახებ ინფორმაცია გააცნო.  

დედამიწის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად.

დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ უახლოეს მომავალში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, მინიმუმადე იქნება დაყვანილი პლასტიკის პარკების მოხმარება და, შესაბამისად, ამ ტიპის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. სამინისტროს მიერ შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი". აღნიშნულის საჭიროება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში გაზრდილია პლასტიკის პარკების მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს. შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და, შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს იმ მასშტაბურ გარემოსდაცვითკამპანიებში, რომლებიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.

საქართველოში, ამ დღეს, ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის”.  კამპანია მიზნად ისახავს სამთავრობო სექტორის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების ღონისძიებებში.

კომპანიებს, ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლიათ აირჩიონ ადგილი -  გზის განაპირა უბანი, პარკი, სალაშქრო ბილიკი, ქუჩა - და სამი წლის განმავლობაში მის მოვლა-პატრონობაზე აიღონ პასუხისმგებლობა. კამპანიას უკვე შემოუერთდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი“.  კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში დაასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს. გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.

„მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების განხორციელების პროცესში თანადგომისთვის“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლეინი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge