ერევანში პოლიციამ 160-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
- მსოფლიო
- 20.04.2018
- 15:05
ერევანში პოლიციამ 160-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.
სამართალდამცველთა განცხადებით, პოლიციის განყოფილებებში 166 ადამიანია გადაყვანილი.
მანამდე პოლიციაში აცხადებდნენ, რომ საავტომობილო გზების ბლოკირების მცდელობისთვის, სამართლდამცველებს შესაძლოა ძალა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოეყენებინათ.
ერევანში პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის არჩევის გამო საპროტესტო აქციები 13 აპრილს დაიწყო.