სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები, შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს
- მსოფლიო
- 26.04.2018
- 12:06
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გევორქ კოსტანიანმა განუცხადა.
პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა. ამ მომენტისთვის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ თავის კანდიდატად პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფრაქციის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი დაასახელა.