ყოფილი პოლიციელი 12 მკვლელობისა და 45 გაუპატიურებისთვის დააკავეს
- მსოფლიო
- 26.04.2018
- 14:18
კალიფორნიის პოლიციამ საკრამენტოში დააკავა ყოფილი პოლიციელი - 72 წლის ჯოზეფ ჯეისმი დე ანჯელო, რომელსაც ბრალი 12 მკვლელობასა და 45 გაუპატიურებაში ედება.
მედიის ცნობით, ყოფილმა პოლიციელმა 1976-1986 წლებში ათობით ძარცვა ჩაიდინა.
საკრამენტოს ოლქის შერიფის სკორ ჯონსის თქმით, ეს საქმე შტატში ყველაზე რთულად იყო მიჩნეული. მისი თქმით, პოლიცია დე ანჯელოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა.