სოფელ კობალთაში ტყე იწვის
- საზოგადოება
- 26.04.2018
- 14:44
შუახევში, სოფელ კობალთაში ტყე იწვის. აჭარის ტელევიზია ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ტექნიკით ხანძრის კერებამდემისვლა გაუჭირდებათ.
შემთხვევის ადგილისკენ შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი და ხულოს ერთი ბრიგადა უკვე გავიდა.
სოფელ კობალთაში, აღნიშნულ ტყეში ხანძარი სამი წლის წინაც გაჩნდა.