ისრაელში მკვდარ ზღვასთან ცხრა ახალგაზრდა წყალდიდობას ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 27.04.2018
- 11:04
ისრაელში მკვდარი ზღვის მახლობლად, წყალდიდობის ზონაში ცხრა ახალგაზრდა დაიღუპა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
ისინი დამშრალი მდინარის კალაპოტში გადაადგილდებოდნენ, როდესაც მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის რვა გოგონა და ერთი ბიჭია. ყველა მათგანი 18 წლის იყო. ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად არის მიჩნეული.
გარდაცვლილები წვევამდელი მომზადების 25-კაციანი ჯგუფის წევრები იყვნენ. მკვდარი ზღვის სამხრეთით ისინი ჰაიკინგით იყვნენ დაკავებულნი.