თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური დააკავეს
- მსოფლიო
- 27.04.2018
- 13:26
თურქეთის ქალაქ იზმირის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მებრძოლი, მათ შორის სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის ყოფილი ემირი, დააკავა.
დაკავებულები დასავლეთში ლტოლვილების ნიღაბქვეშ გამგზავრებას აპირებდნენ.
მედიის ცნობით, დეირ-ეზ-ზორის ყოფილი ემირი გასული წლის დეკემბერში სირიის ქალაქ საიდათში 700 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაშია პასუხისმგებელი.
გავრცელებული ცნობით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთნ დაახლოებული პირის სადამ ჯემალის ახლო ნათესავია.