png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 30.04.2018
  • 09:39
დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება

30 აპრილს-1 მაისს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.

ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის, მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი იქნებიან. 

ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება. 

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა). კერძოდ, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სესიებზე მომხსენებლებად წარსდგებიან საერთაშორისო მიმომხილველი ნიკ გოუნგი, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი მარკ ლაიტი, ვაშინგტონში კარნეგის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი ერიკ ბრატბერგი, ჩეხეთის ევროპული ფასეულობების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი იაკუბ იანდა, “The Daily Beast and Newsweek”-ის მოსკოვის კორესპონდენტი ანა ნემცოვა, ფინური სამაუწყებლო კომპანიის სოციალური მედია პროდუქტის საგამოძიებო რეპორტიორი ჯესიკა არო და სხვები. 

ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი, ნატოს კომუნიკაციის სტრატეგიაზე რეგიონში, ყალბი ინფორმაციის ეპოქის თავისებურებებზე და რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში. 

ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სტრატეგიულ კომუნიკაციებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნელებისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge