ლიბიაში დაკავებულმა ქართველმა მეზღვაურმა საპატიმრო დატოვა
- საზოგადოება
- 30.04.2018
- 09:41
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებულმა ქართველმა მეზღვაურმა საპატიმრო დატოვა.
უკანონო პატიმარი სოსლან კაკაბაძე ბოლო პროცედურების გავლის შემდეგ, რამდენიმე დღეში ბათუმში, საკუთარ სახლში დაბრუნდება. კაკბაძე გემზე მზარეულად მუშაობდა.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად ის 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.