საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა და 3მლნ 729 ათას 600 შეადგინა
- საზოგადოება
- 30.04.2018
- 11:13
2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.
„2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა2. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა“, - იტყობინება საქსტატი.