ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიაა - NDI კვლევა
- საზოგადოება
- 30.04.2018
- 11:25
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს.
NDI-ის საქართველოს ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში. კვლევის ფარგლებში 2,194 პირისპირი ინტერვიუ ჩატარდა 2,194 რესპოდენტთან.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.