ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
- მსოფლიო
- 30.04.2018
- 11:33
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ერთადერთი კანდიდატია მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე. მას თანამდებობის დასაკავებლად 105-დან 53 ხმა სჭირდება. მას ოპოზიციური პარტიების გარდა მხარს მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების ნაწილიც დაუჭერს.
პრემიერ-მინისტრის არჩევნები 1 მაისს არის დაგეგმილი.