ბრიტანეთს არაბული წარმოშობის ახალი შს მინისტრი ჰყავს
- მსოფლიო
- 30.04.2018
- 14:52
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დანიშნა. ამის შესახებ ტელაერხი Sky News-ი იუწყება.
ტელეარხის ცნობით, ჯავიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა პირველი არაბული წარმოშობის მინისტრია.
2016 წლიდან ის ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის პოსტს იკავებდა.
როგორც ცნობილია, 30 აპრილს ჯავიდის წინამორბედი ემბერ რადი თანამდებობიდან სკანდალის ფონზე გადადგა.