ელისაბედ მეორე ახალდაბადებულ შვილთაშვილს ვერტმფრენით ესტუმრა
- მსოფლიო
- 02.05.2018
- 13:40
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შვილთაშვილის - ლუის გასაცნობად ვერტმფრენით გაემგზავრა.
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, უინძორიდან კენსინგტონის სასახლემდე ფრენას 40 წუთი დასჭირდა. ბიჭუნას დედას კემბრიჯის ჰერცოგინიას დედოფალმა ყვავილების თაიგული მიართვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ელისაბედ მეორეს პრინცესა შარლოტასთვისაც ჰქონდა საჩუქარი, რადგან 2 მაისს გოგონას სამი წელი უსრულდება.
შეგახსენებთ, ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს მესამე შვილი 23 მაისს შეეძინათ. ის ტახტის მემკვიდრეების რიგში მეხუთე ადგილს დაიკავებს თავისი პაპის - პრინც ჩარლზის, მამისა და და-ძმის შემდეგ.