ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა
- მსოფლიო
- 03.05.2018
- 13:03
ჩეხეთში ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით დაშავდა ექვსი ადამიანი.
ორივე მატარებელში 50 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. რკინიგზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავარია მოხდა, მოძრაობა დროებით შეჩერებულია.