სირიაში რუსული მოიერიშე ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 03.05.2018
- 14:51
სირიაში რუსული მოიერიშე სუ-30 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა. თვითმფრინავმა კატასტროფა ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრენისთანავე განიცადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ძრავში ფრინველის მოხვედრა გამხდარიყო. გავრცელებული ცნობით თვითმფრინავისთვის არ უსვრიათ. ინციდენტი დილით მოხდა.