ერევანში ბანკზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 03.05.2018
- 15:44
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ერევანში ერთ-ერთი ბანკის ფილიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა. წინასწარი მონაცემებით ბანკ HSBC- ს ფილიალს თავს ორი ადამიანი დაესხა.
თავდასხმა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.