მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობაში ოლიგარქები არ იქნებიან- ნიკოლ ფაშინიანი
- მსოფლიო
- 07.05.2018
- 14:46
სომხეთის ოპოზიციის ლიდრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ახალ მთავრობაში ოლიგარქებს არ დანიშნავს.
სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პირველ ვიცე-პრემიერად ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის ხაჩატურ სუქიასიანის დანიშვნის შესახებ.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობაში ოლიგარქები არ იქნებიან“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ოლიგარქების შეყვანის წინადადებით მისთვის არავის მიუმართავს.
8 მაისს გაიმართება პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური. ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციური ფრაქციებიდან ნიკოლ ფაშინიანია.