Lufthansa-ს თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა
- მსოფლიო
- 07.05.2018
- 15:17
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი, რომელიც მიუნხენიდან ჰელსინკში მიფრინავდა, ძრავის გაუმართაობის გამო ბერლინის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ბორტზე 158 ადამიანი იმყოფებოდა.
აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი Airbus 321 ერთი მომუშავე ძრავით უპრობლემოდ დაეშვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
საჰაერო ხომალდი ბერლინის ტეგელის აეროპორტში ამოწმებენ. მგზავრებზე ავიაკომპანიამ იზრუნა.