სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 08.05.2018
- 10:09
სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ვერტმფრენი კა-52 ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.
სირიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული საჰაერო ხომალდის კატასტროფის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 3 მაისს აფრენის დროს რუსული მოიერიშე ჩამოვარდა, რომლის პილოტებიც ასევე დაიღუპნენ.
რუსული მედიის ცნობით, კა-52 რადიკალი ისლამისტების გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო, როდესაც მანქანა სირიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე პატრულირებდა.