ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
- მსოფლიო
- 08.05.2018
- 13:49
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია.
მეორე ტურში ფაშინიანს მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ფაშინიანის პრემიერად არჩევა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხარდაჭერის შედეგად მოხერხდა.
პირველ ტურში, რომელიც 1 მაისს გაიმართა, ნიკოლ ფაშინიანს მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა.