საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა სინანული გამოთქვეს ირანის მიმართ აშშ-ის გადწყვეტილების გამო
- მსოფლიო
- 09.05.2018
- 12:21
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ერთობლივ განცხადებაში სინანული გამოთქვეს ვაშინგტონის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და თეირანის მიმართ სანქციების აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ.
„ვწუხვართ და შეშფოთებულები ვართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთგულებას ერთობლივი სამოქმედო გეგმის მიმართ. ეს შეთანხმება ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ ირანს გამოიჩინოს თავშეკავება აშშ-ის გადაწყვტილების საპასუხოდ. ირანმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები შეთანხმების ფარგლებში და დროულად ითანამშრომლოს მაგატეს ისნპექციებთან“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის ლიდერსი განცახდებაში.
როგორც ცნობილია, ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის ბრძანებულებას და განაცხადა, რომ თეირანის მიმართ სანქციების აღდგენას აპირებს.