სირიაში ისრაელის სარაკეტო იერიშს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ
- მსოფლიო
- 09.05.2018
- 13:46
სირიის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო SANA იტყობინება.
მედიის ცნობით, დაღუპულები ცოლ-ქმარი არიან.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დარტყმა დამასკოს სამხრეთით ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. იერიში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენატრი ჯერ არ გაუკეთებიათ.