ძლიერი აფეთქებები ქაბულში
- მსოფლიო
- 09.05.2018
- 13:56
სამი ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, აფეთქებები პოლიციის განყოფილების სიახლოვეს განხორციელდა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
აფეთქებები უცხო ქვეყნის საელჩოებთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცილები და სასწრაფო დახმარების მანქანები.
მედიის თანახმად, ერთ-ერთი პოლიციის შენობიდან კვამლი ამოდის. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების ზონაში ისმოდა სროლის ხმაც.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.