ძლიერი სეტყვა კისისხევსა და წინანდალში
- საზოგადოება
- 10.05.2018
- 10:12
ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები - კისისხევი და წინანდალი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის ზუსტ ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.