ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო კუნძულის ეს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
- მსოფლიო
- 10.05.2018
- 11:50
ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო კუნძულის ეს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უახლოესი კვირის განმავლობაში შესაძლოა, კილაუეას მორიგი ამოფრქვევა მოხდეს. თავიანთი საცხოვრებელი ადგილი უკვე 2 ათასამდე ადამიანმა დატოვა.
ვულკანი კილაუეა ხუთი ვულკანიდან ერთ-ერთია, რომლის მოქმედებამაც ჰავაის კუნძული წარმოშვა. ის 1983 წლიდან გამუდმებით იფრქვევა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამოფრქვეულმა ლავამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და პირადი ქონება გაანადგურა.