„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი სირიის აღმოსავლეთით იმალება - მედია
- მსოფლიო
- 10.05.2018
- 14:24
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის აღმოსავლეთით თავის ვაჟთან და სიძესთან ერთად იმალება. ამის შესახებ გაზეთი Al Sharq Al Awsat-ი ერაყის თავდაცვის უწყების წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროს თქმით, ალ-ბაღდადი ერაყის საზღვართან იმ რაიონებში იმალება, სადაც ჯერ კიდევ გავლენას ინარჩუნებს. წყაროს თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ინკოგნიტოდ 4-5 ადამიანის გარემოცვით გადაადგილდება.
რამდენიმე დღის წინ ტელერახი Fox News-ი იტყობინებოდა, რომ ალ-ბაღდადი ერაყის საზღვართან მდებარე ჰაჯინში იმყოფება.
ალ-ბაღდადი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილია. მის სანაცვლოდ ვაშინგტონმა 25 მლნ დოლარის ჯილდო დააწესა.