ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 10.05.2018
- 14:42
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 23 ადამიანი.
ორი აფეთქება ოთხშაბათს ქაბულის სხვადსხვა ნაწილში პოლიციის განყოფილებებთან მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც. ერთ-ერთი თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ორი ადამიანი ამსხერპლა, ორი კი დაშავდა.
მეორე აფეთქებაზე კი პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.