ბაქოს სკოლაში ხანძრის გამო 560 ადამიანის ევაკუაცია მოხდა
- მსოფლიო
- 10.05.2018
- 16:19
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ერთ-ერთ სკოლაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სკოლის შენობიდან 560 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის 400 მოსწავლე და სკოლის 160 თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.