png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის" საპატიო სიგელი გადაეცა

  • საზოგადოება
  • 13.05.2018
  • 15:01
საქართველოს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის" საპატიო სიგელი გადაეცა

იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის" საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა. 

საზეიმო ღონისძიება ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir"-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას" გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია.
შეხვედრაში მონაწილეობდა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს დიპლომები გადასცა ქალაქ ალბას მერმა ბატონმა მაურიციო მარელომ. 

დაჯილდოება გაიმართა ეგიდით - „იუნესკოს საგანძური". გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება „Enoteca Regionale Piemontese Cavoir" და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი. 

საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა - სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს. 

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ" - ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური. იტალიურმა სანერგე „რაუშედომ" წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები - რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge