ირლანდიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და 7 წლის ბავშვი დაიღუპა
- მსოფლიო
- 14.05.2018
- 12:00
ცენტრალურ ირლანდიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი პარაშუტისტების გადმოხტომისთანავე მოხდა. ბორტზე მყოფი პილოტი და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. ამის შესახებ გაზეთი Irish Independent-ი იტყობინება.
ავიაკატასტროფა ოფალის საგრაფოში მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავიდან 16 პარაშუტისტი გადმოხტა. თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავი დედამიწისკენ ტორპედოსავით მიფრინავდა. პილოტი, რომელიც სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და 7 წლის ბავშვი საავამყოფოში გარდაიცვალნენ. მომხადრის მიზეზი და გარემოებები უცნობია, დაწყებულია გამოძიება.