უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი Sothebyʼs-ის აუქციონზე 6,7 მლნ დოლარად გაიყიდა
- მსოფლიო
- 16.05.2018
- 12:30
Sothebyʼs-ის აუქციონზე უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი 6,7 მლნ დოლარად გაიყიდა. მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა. ბრილიანტი ვაჭრობის დაწყებიდან ოთხ წუთში გაიყიდა.
ძვირფასი ქვა - ფარნეზე აქუციონზე პირველად გამოფინეს, მისი თავდაპირველი ფასი 3,5 მლნ დოლარს შეადგენდა.
1715 წელს ლურჯი ბრილინატი ტალიელ იზაბელა ფარნეზეს საქმრომ - ესპანეთის მეფემ ფილიპე მეხუთემ აჩუქა. სამი ასწლეულის განმავლობაში ქვა ერთი სამეფო სახლიდან მეორეს გადაეცემეოდა. მისი მფლობელები ჰასბურგებისა და ბურბონების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.