კალიფორნიის შტატში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა
- მსოფლიო
- 16.05.2018
- 12:37
კალიფორნიის შტატის ქალაქ ალისო ვიეხოში ერთ-ერთ საოფისე შენობაში აფეთქება მოხდა. ნოლო მონაცემებით მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, სულ მცირე სამი კი დაშავდა.
ტელეარხ NBC-ის ცნობით, შენობაში , სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს სამედიცინო კლინიკა, მის გვერდით კი საბავშვო ბაღია. მომხდარის მიზეზები ჯერ დაუდგენელია.