ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო თვითმფრინავებისთვის საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა
- მსოფლიო
- 16.05.2018
- 12:50
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ჰავაის კუნძულებზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის შედეგად ფერფლისა და დიდი სმოგის წარმოქმნის გამო თვითმფრინავები ფრენისთვის საფრთხის მაქსიმალური - წითელი დონე გამოაცხადა.
სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანის სეისმური აქტივობა შესაძლოა გაძლიერდეს და ახალი მიწისქვეშა ბიძგები და აფეთქებები გამოიწვიოს.
გასულ კვირას უშუალოდ ვულკანის სიახლოვეს მდებარე რაიონებიდან 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 14 მაისს კი ევაკუაციის ახალი ტალღის შესახებ განაცხადეს.
ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით ვულკანის ამოფრქვევამ ტურისტულ სექტორს უკვე დაახლოებით 5 მლნ დოლარის ზარალი მიაყენა.
ვულკანმა სეისმური აქტივობა მაისის დასაწყისიდან გამოავლინა. კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთ აქტიურ მოქმედ ვულკანად მიიჩნევა. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 1247მეტრს შეადგენს.