თალიბებთან შეტაკებას 22 ავღანელი ძალოვანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 16.05.2018
- 16:07
ავღანეთის უსაფრთხეობის ძალების სულ მცირე 22 წარმომადგენელი დაიღუპა თალიბებთან შეტაკების შედეგად. ინციდენტი ღაზნის პროვინციაში მოხდა.
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, შეტაკება ღამით დაიწყო, როდესაც მებრძოლებმა პროვინციის ორ რაიონზე იერიში მიიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბრძოლის შედეგად დაიჭრა კიდევ ხუთი ძალოვანი. თალიბების მხარეს დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.