სენატმა ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე დაამტკიცა
- მსოფლიო
- 18.05.2018
- 10:26
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა ჯინა ჰასპელის კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.
კენჭისყრისას მის კანდიდატურას კომიტეტის 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 5-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ჰასპელის მხარდამჭერთა შორის რესპუბლიკელებთან ერთად დემოკრატებიც არიან.
ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა.
სენატში ჰასპელის კანდიდატურის განხილვა მის მიმართ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ჰასპელს 2000-იანი წლების დასაწყისში ტერორიზმში ბრალდებულების წამებასთან კავშირში ადანაშაულებენ. თუმცა კანონმდებლების უმრავლესობამ მისი ქმედებები ამ მაღალი თანამდებობის დაკავებისთვის წინაღობად არ მიიჩნია.