საფრანგეთში ტერაქტი აღკვეთეს
- მსოფლიო
- 18.05.2018
- 11:17
ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაკავებულები ეგვიპტელი ძმები არიან.
მისივე თქმით, ბოროტმოქმედებს განზრახული ჰქონდათ ტერაქტის მოწყობა ძლიერმოქმედი შხამის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით.