თალიბებთან შეტაკებას 20-მდე ავღანელი ძალოვანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 22.05.2018
- 11:18
უსაფრთხოების ძალების 20-მდე წარმომადგენელი ემსხვერპლა მოძრობა „თალიბანის“ მებრძოლებთან შეტაკებას ავღანეთში. ინციდენტი ღაზნის პროვინციაში მოხდა.
შეტაკება პროვინციის რამდენიმე რაიონში მებრძოლების მასშტაბური იერიშის დროს მოხდა. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, თალიბების თავდასხმის შედეგად პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსიც დაიუღუპა. მისი თქმით, მებრძოლებმა ჯაგჰატუს რაიონში პოლიციის შენობა ააფეთქეს.