ტრამპი მზად არის კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას
- მსოფლიო
- 22.05.2018
- 12:30
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კიმ ჩენ ინი ძალიან შეცდა, თუ კი იფიქრა, რომ ტრამპთან თამაში შეუძლია“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე შესაძლოა თუ არა ვაშინგტონმა ფხენიანთან სამიტი გააუქმოს. პენსმა უპასუხა, რომ „ეს შეკითხვა არ არის“.
აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი სინგაპურში 12 ივნისს არის დანიშნული. თუმცა 16 მაისს ფხენიანში აღნიშნეს, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთკორეა-აშშ-ის სამიტში მონაწილეობის საკითხს გადახედონ. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩრდილოეთ კორეას არ სურს მოლაპარაკება გამართოს იმ ქვეყანასთან რომელიც მათი აზრით, ბირთვულ იარაღზე უარის თქმას ცალმხრივად მოითხოვს.