6 დაღუპული და 37 დაჭრილი - აფეთქება ყანდაარში
- მსოფლიო
- 22.05.2018
- 15:03
ავღანეთის ქალაქ ყანდაარში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 37 ადამიანი.
დანაღმული ავტომობილი ყანდაარის ერთ-ერთ რაიონში აფეთქდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა. დაღუპულთა შორის არიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.