ნიდერლანდებში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 22.05.2018
- 18:12
ნიდერლანდებში მსუბუძრავიანი თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთით მოხდა. თვითმფრინავი Cessna Reims F172N Skyhawk-ი როტერდამის აეროპორტიდან აფრენიდან 15 წუთის შემდეგ ჩამოვარდა.
ბორტზე სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზები დგინდება.
ასეთივე თვითმფრნავი 2012 წელსაც ჩამოვარდა. მაშინ არავინ დაშავებულა.
კომპანია Sand Air-მა, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნოდა, ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.