ბაღდადში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 24.05.2018
- 10:30
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ერთ-ერთ პარკში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. უსაფრთხოების სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მისი გაუვნებელყოფა ვერ მოასწრეს. ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.