png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

1-ელი ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და მძღოლი 200-ლარით დაჯარიმდება

  • საზოგადოება
  • 24.05.2018
  • 12:10
1-ელი ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და მძღოლი 200-ლარით დაჯარიმდება

1-ელი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება.

"ტაქსებთან დაკავშირებით პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო იმისთვის, რომ შეექმნა საფუძველი მუნიციპალიტეტისთვის, რათა დაერეგულირებინა ე.წ. M1 მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანის საკითხი. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან. იყო მოარული ხმები, რომ ტაქსების ნებართვიანობა მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები და ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის დღეს, არის მოქმედი, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის, უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდგომ აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რაც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოდან იქნება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტსა და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge