უკრაინამ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები დაბლოკა
- მსოფლიო
- 24.05.2018
- 15:13
უკრაინამ სანქციების სიაში სამი წლით ორი რუსული სააგენტო "როსია სეგოდნია" და "რია ნოვოსტი უკრაინა" შეიყვანა.
შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რეგულაციის თანახმად, უკრაინაში სააგენტოების აქტივებიც დაიბლოკა.
რუსეთის უკრაინას ადამიანის უფლებების და ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ევროპული ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.