თვითმფრინავს აფრენის დროს დეტალები მოსძვრა
- მსოფლიო
- 24.05.2018
- 15:34
იაპონური ავიაკომპანია JAL-ის თვითმფრინავი კუმამოტოს აეროპორტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აფრენის დროს დეტალები მოსძვრა.
მედიის ცნობით, ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიცია დეტალების ჩამოვარდნის გამო შესაძლო ზიანის შეფასებას იწყებს.
ერთ-ერთი დეტალის ჩამოვარდნის შემდეგ დაზიანდა ადგილობრივი კლინიკის ფანჯრები. აფრენის შემდეგ ეკიპაჟმა მარცხენა ძრავში უცნაური ვიბრაცია შენიშნა.
ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში იაპონიაში უკვე მეორე ინციდენტია. სამი დღის წინ ავიაკომპანია ANA-ს ავიალაინერის Boeing-767-ის ბორტზე დაკვამლიანება მოხდა. რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.